ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოეში რუსული ჭურვი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.
ინფორმაციას და ფოტოებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
"ჭურვი მეხუთე სართულზე აფეთქდა. მაშველებმა სამი გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის ორი ბავშვი.
ორკები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - წერს სერგეი გაიდაი Facebook-ზე.