ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს, არიან დაშავებულები - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

რუსმა აგრესორებმა კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს, არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი "გრადის" ტიპის საბრძოლო სისტემიდან გახსნეს. 

"ოუპანტებმა "გრადით" დაარტყეს კიევს (ნივკი), არიან დაშავებულები. არაადეკვატურებო, რას აკეთებთ?!", - წერს გონჩარენკო.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, შევჩენკოვსკის გარდა, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია შენობები სვიატოშინსკის რაიონშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი