უკრაინაში გასანაღმია ქვეყნის მთლიანი ფართობის 14% - გამნაღმველთა ასოციაცია

გამოქვეყნდა:

უკრაინის გამნაღმველთა ასოციაცია აცხადებს, რომ უკრაინაში 82,5 ათასი კვადრატული კილომეტრი უნდა გაიწმინდოს. ეს არის უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/6, ანუ ქვეყნის მთლიანი ფართობის 14%, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.

საშიშია არა მხოლოდ დონბასი, არამედ სამხრეთის მიწები - ხერსონის, ზაპოროჟიეს რეგიონები, ასევე კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები - აცხადებენ ასოციაციაში.

უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის შეფასებით, განაღმვითი სამუშაოების ღირებულებამ შესაძლოა 8,25 - 8,5 მილიარდი ევრო შეადგინოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი