უკრაინის სინოდის საგანგებო გადაწყვეტილება - ყველა უკრაინელ სასულიერო პირის, რომელიც უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაშია და ომის გამო პროტესტის ნიშნად მისი დატოვება სურს, უკრაინის საპატრიარქო გამარტივებული პროცედურით უკრაინის ეკლესიის შემადგენლობაში გადასვლას სთავაზობს.
გადაწყვეტილება სინოდმა გუშინ მიიღო. განჩინებაში წერია, რომ მღვდელმსახურები, მონასტრები და მრევლი, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაერთიანების სურვილს გამოთქვამენ, მის შემადგენლობაში შეინარჩუნებენ ეპარქიის სტატუსს.
სინოდის ამ გადაწყვეტილებას ხელს აწერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.