
კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი განცხადებები არაფერს ნიშნავს, "პირადად მისთვის":
"ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცით, ნაწილი არის "ნაციონალური მოძრაობის" თავიანთი ქმედებებით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ასე რომ, მათი განცხადება ამასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, არასამთავრობოებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.