უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, უკრაინის პოლიციამ ქალაქ ირპინში მუშაობა განაახლა. კლიმენკო ამბობს, რომ ქალაქი დივერსიული ჯგუფებისგან იწმინდება, თუმცა ახლა მთავარი ამოცანა მოსახლეობის დახმარება და მათი ევაკუაციაა.
ასევე, სპეცრაზმელები მჭიდროდ კონტაქტში არიან უკრაინის სამხედრო ნაწილებთან და ეხმარებიან ადგილობრივ ხელისუფლებას. პოლიციის ინფორმაციით, ოკუპანტები ისევ აგრძელებენ ირპენზე შეტევას, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას პოლიცია იცავს.
ირპინის მერის, ოლეკსანდრ მარკუშინის თქმით კი ქალაქის 80%-ს უკრაინელები აკონტროლებენ.