სალომე სამადაშვილი გამოირჩევა, თავისი ბოდვებით და ეს არის კიდევ ერთი ბოდვა - ასე ეხმაურება, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ "ოცნებას" ნეიტრალიტეტის საკითხზე მოსკოვისგან გზავნილი უკვე მიღებული აქვს.
სამხარაძის თქმით, სამადაშვილს ვერანაირი ინფორმაცია ვერ ექნება იმაზე, თუ რა ხდება მმართველ პარტიაში.
"სალომე სამადაშვილი გამოირჩევა, თავისი ბოდვებით და ეს არის კიდევ ერთი ბოდვა. ამით ის გამოირჩევა როგორც კომიტეტის სხდომებზე, მისი ასე ვთქვათ, მასხარაობით და ესეც არის მორიგი მასხარაობა. სალომე სამადაშვილს ვერანაირად ვერ ექნება ინფორმაცია, ქართულ ოცნებაში რა ხდება. ნეიტრალიტეტზე საუბარი, 17 მარტს დაიწყო ოპოზიციის ლიდერმა, აწ უკვე მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა და ეს არის ამ ქვეყნისთვის მტრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი." - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე