NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა იმ ქვეყნების მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის არის საქართველო და ბოსნია ჰერცეგოვინა. სტოლტენბერგმა განცხადება NATO-ს საგანგებო სამიტის წინ გააკეთა.
"მე ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც ასევე რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია ჰერცეგოვინა.
ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, დაიცვან სუვერენიტეტი და თავიანთი უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები",- თქვა სტოლტენბერგმა.
იხილეთ ასევე: