ირპენის მერის ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქში ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს

გამოქვეყნდა:

22 მარტის ღამით, პუტინის ჯარმა ირპენის თავზე, ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა - ინფორმაციას
 ირპენის მერმი ალექსანდრე მარკუშინი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს და წერს, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ დანაშაულია და  1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა. 

"გუშინ, 22 მარტს, გვიან საღამოს, რუსმა დამპყრობლებმა გამოიყენეს აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალები კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში. განადგურების სავარაუდო ზონაა გოსტომელ-ირპინი" - წერს მარკუშინი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი