ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ, ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე უკრაინაში, "რეალურია"

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე უკრაინაში "რეალურია".

"მე ვფიქრობ, რომ საფრთხე რეალურია",- ასე უპასუხა ბაიდენმა CNN-ის შეკითხვას ქიმიურ იარაღზე, თუმცა დამატებით დეტალებზე მას არ უსაუბრია.

ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც.

მისი თქმით,  "ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მას მოჰყვება შორსმიმავალი შედეგები". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი