"ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ" - დავითულიანი ქართველი გმირებისთვის პატივის მიგებაზე

გამოქვეყნდა:

მათი ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ და მათ მიმართ გამოხატა სახელმწიფომ პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას ამ ქვეყნიდან - ასეთია ბექა დავითულიანის პასუხი და სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პოზიციაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგებაზე. 
დავითულიანი ამბობს, რომ ხვალ და ზეგ თბილისში არ იქნება და "როცა ჩამოვა, აუცილებლად მივა".
"ოცნების" ხელისუფლება დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ჩამოსვენებას არ დასწრებია და ოჯახისთვის არ მიუსამძიმრებია. აეროპორტში მებრძოლებს ხელისუფლებიდან მხოლოდ პრეზიდენტი დახვდა.
ამ დრომდე უცნობია მიიღებს თუ არა სახელმწიფო, დაღუპულების ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილებას.
დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს შაბათს დაკრძალავენ.
ისინი მტერთან ბრძოლაში ირპენში, 17 მარტს დაიღუპნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი