ომის დაწყებიდან დღემდე რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 128 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 172-ზე მეტი დაშავდა. გენერალური პროკურატურის მონაცემებით, კიევში - 64, ხარკოვში - 43, დონეცკში - 43, ჩერნიგოვს - 32, მიკოლაევში - 24, კიევში - 16, ჟიტომირის - 15, ხერსონის - 15 და სუმის რეგიონებში - 14 ბავშვია დაღუპული, ან დაშავებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაბომბვების დაზიანდა 566 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა. დაზიანდა და განადგურდა 230-ზე მეტი სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. სასწავლო დაწესებულებები ყველაზე მეტად დაზიანდა დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში.
გარდა ამისა, განადგურდა 40-ზე მეტი ბავშვთა დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.
მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება იმ ტერიტორიაზე, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
პუტინის სამხედროები უკრაინაში 1 თვის წინ, 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრნენ.