ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 

ფაქტის ამსახველი ფოტო მასალა უკრაინულ მედიასაშუალებებსა და ტელეგრამის არხებში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ სტალკოვზე, სადაც ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე სახლი ცეცხლის ალშია გახვეული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი