მე ვიბრძოლებ გლდანის რაიონში გამარჯვებისთვის - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ვადასტურებ, მე ვიბრძოლებ გლდანის რაიონში გამარჯვებისთვის - განაცხადა "ნაციონალური მოძარობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობა დასრულდეს.

ვადასტურებ, მე ვიბრძოლებ გლდანის რაიონში გამარჯვებისთვის, ვიბრძოლებ ოლიგარქიული წეს-წყობილების დამარცხებისთვის, ვინაიდან წარმოუდგენელია ქვეყანაში მართვის სადავეებთან გყავდეს ოლიგარქი და ეს ქვეყანა წარმატებული იყოს ოდესმე, შეუძლებელია, არ არსებობს რომც გვინდოდეს. გამარჯვებისთვის სამგორის რაიონში იბრძოლებს ლევან ხაბეიშვილი და დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს“- განაცხადა ნიკა მელიამ.

გლდანის გარდა, "ენმ" კანდიდატს სამგორშიც დააყენებს, სადაც გამარჯვებისთვის უკვე ლევან ხაბეიშვილი იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარებზე დარჩენილი ექვსიდან ოთხ ოლქში შეთანხმდა. ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი, ისანში კი გიორგი ვაშაძე იყრიან.

ამ დროისათვის ვაკანტურია ორი ოლქი - საბურთალოსა და დიდუბის ოლქები.

როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განმარტა, ადგილები ღიად სპეციალურად დატოვეს, რათა გაგრძელდეს კონსულტაციები სხბვა პოლიტიკურ პარტიებთან, თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი