არაკვალიფიციური პოზიციაა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის პასუხი შოთაძეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებას ეხმაურება და პროკურორს არაკვალიფიციურობაში ამხელს. 

 უფლებადამცველის თქმით, შოთაძის მხრიდან მსგავსი განცხადებების წინასწარ დაანონსება, პასუხია იმაზე, რომ პროკურატურა არ არის ორგანო, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის რეალურ გამოძიებაზე და პოლიტიკურად მოტივირებულია.

"პოზიცია, რომელიც გაჟღერებულ იქნა არის არაკვალიფიციური, იმიტომ რომ საუბრობდა შეცდომაზე და არ ვიცი, რამდენად კარგად იცნობენ ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოქვეყნდა, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებაში კარგად არის აღწერილი ყველა ის გარემოება, რაც გენერალურმა პროკურორმა შეცდომად მოიხსენია. 
განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული და ვციტირებ, "ის არის ფაქტი" . მაშინ როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე,  ამ გამოძიების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს საერთოდ და ეს გააკეთა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 3 დღეში და ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, მაგრამ გენერალური პროკურორის მხრიდან, წინასწარ იმის დაანონსება, რომ სააკაშვილის უფლებები არის დაცული ისე, რომ გამოძიება დასრულებული არ არის, ცხადია რომ ჩვენთვის არის პასუხი ყველაფერზე. 
უპირველესად პასუხი იმაზე, რომ არანაირად არ არის პროკურატურა ორგანო, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის რეალურად გამოძიებაზე. რეალურად ეს არის ორგანო, რომელიც ორიენტირებულია ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებაზე." - ამბობს დიტო საძაგლიშვილი

გენერალურმა პროკურორი შოთაძე, სტრასბურგის  სასამართლოს მიერ, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებას გამოეხმაურა და  თქვა, რომ თუ დაცვის მხარეს სარჩელის წარმოებაში მიღება გამარჯვებად მიაჩნია, "ეს ძალიან საოცარია". 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი