"მიხეილ სააკაშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა... სტრასბურგმა "ომი საქართველომ დაიწყო ბანაკს" თავში ჩასცხო..." - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"გუშინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა. ორივე საქმე მისი გამარჯვებაა" - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. 

ამბობს, რომ პროკურორი შოთაძის ბრიფინგი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სტრასბურგის სასამართლომ "ომი საქართველომ დაიწყო" ბანაკს "ჩასცხო თავში".

"გუშინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში. ორივე საქმე მისი გამარჯვებაა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. პირველი - არსებითი განხილვისთვის დაუშვეს მისი საქმე პოლიტიკური დევნის მუხლებით, უკვე დამდგარი განაჩენები და ჩემი აზრით, დროის საკითხია ამ რეჟიმში გადავინაცვლეთ და მეორე - "ომი საქართველომ დაიწყო" ბანაკს ჩასცხო თავში სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ პირიქით. 

ჩემი აზრი თუ სანდო არ არის, საკუთარ თვალებსა და ყურებს ენდეთ. დღეს გამოვიდა გენერალური პროკურორი, რომელიც მინიმუმ 1 წელია არ გვინახავს არცერთ საკითხზე და კომენტარი გააკეთა იმაზე, რაც საერთოდ არ არის მისი საქმე და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა. გამოაგორეს შოთაძე და ალაპარაკეს, რომ ეს გამარჯვება არ არის და რაღაც ინტერპრეტაციები აკეთებინეს",- ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გენერალური პროკურორი შოთაძე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებას გამოეხმაურა და  თქვა, რომ თუ დაცვის მხარეს სარჩელის წარმოებაში მიღება გამარჯვებად მიაჩნია, "ეს ძალიან საოცარია". 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი