იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბუგრის სასამართლოში საქმე სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოში ხელისუფლების არგუმენტები მყარია.
"რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია ამ საქმეში და ბუნებრივია, ჩვენ საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა. [...]
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომში მის გამოქვეყნებას, ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, აქ არ არის წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები, გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს სასამართლო და მას შემდეგ, რაც საქმეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომში ჩვენ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს", - თქვა რატი ბრეგაძემ.