რუსეთის თავდაცვის მინისტრს ინფარქტი დაემართა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი საკუთარ ტელეგრამ-არხში ავრცელებს.
ანტონ გერაშჩენკოს თქმით, სერგეი შოიგუს ინფარქტი მას შემდეგ განუვითარდა, რაც უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო მკაცრი საყვედური მიიღო. ასევე გერაშენკო წერს, რომ ის რეაბიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
ცნობისთვის, შოიგუს გაუჩინარებაზე მედია 2 დღის წინ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.
"შოიგუს ახლა მედიისთვის დრო არ აქვს" - ასე ხსნის კრემლი თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას. განცხადება დიმიტრი პესკოვმა "ტასთან" გააკეთა და თქვა, რომ შოიგუს "ბევრი საზრუნავი აქვს" უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით. პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მინისტრს შესაძლოა გულის პრობლემები ჰქონდეს.
"ბელინგქეთის" დამფუძნებლის, ხრისტო გროზევის ცნობით კი, "ФСБ-დან გამოჟონილი ინფორმაციით, პუტინის ახლო გარემოცვა ბუნკერშია... ამას მათი სამხედრო თვითმფრინავის გადაადგილებაც ადასტურებს".
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი რუსეთის თავდაცვა გაუჩინარებული შოიგუს "საქმიანობის" ყოველდღიურად გასაჯაროებას აპირებს - განცხადებას ხელს მოვალეობის შემსრულებელი აწერს.