რუსეთის თავდაცვა გაუჩინარებული შოიგუს "საქმიანობის" ყოველდღიურად გასაჯაროებას აპირებს | განცხადებას ხელს მოვალეობის შემსრულებელი აწერს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მინისტრ შოიგუს საქმიანობის ამსახველი ფოტოებისა და სიახლეების ყოველდღიურად გამოქვეყნებას აპირებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც სერგეი შოიგუ გაუჩინარდა და ამის შესახებ წერა მედიამ აქტიურად დაიწყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს იმიჯსა და ავტორიტეტზე უარყოფითად მოქმედებს, რის გამოც, ყოველდღიურად გამოქვეყნდება ინფორმაცია, რომელიც "დაადასტურებს, რომ შოიგუ სამინისტროს საქმიანობასა და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაში აქტიურად მონაწილეობს და რომ ის სამუშაო ადგილას იმყოფება".

ნიშანდობლივია, რომ განცხადებას ხელს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ბულგაკოვი აწერს და დოკუმენტი 2022 წელის 23 მარტით თარიღდება. 

შოიგუს გაუჩინარებაზე მედია 2 დღის წინ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. 

"შოიგუს ახლა მედიისთვის დრო არ აქვს" - ასე ხსნის კრემლი თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებას. განცხადება დიმიტრი პესკოვმა "ტასთან" გააკეთა და თქვა, რომ შოიგუს "ბევრი საზრუნავი აქვს" უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით. პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მინისტრს შესაძლოა გულის პრობლემები ჰქონდეს. 

"ბელინგქეთის" დამფუძნებლის, ხრისტო გროზევის ცნობით კი, "ФСБ-დან გამოჟონილი ინფორმაციით, პუტინის ახლო გარემოცვა ბუნკერშია... ამას მათი სამხედრო თვითმფრინავის გადაადგილებაც ადასტურებს".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი