ოკუპანტების მიერ ნასროლი რაკეტა ჟიტომირის სამხედრო ნაწილს დაეცა... დავაკავეთ 2 პირი, რომლებმაც ინციდენტის ფოტო გადაიღეს - ქალაქის მერი

გამოქვეყნდა:

ჟიტომირის მერის, სერგეი სუხომლინის ინფორმაციით, გუშინ რუსი ოკუპანტების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქში მდებარე სამხედრო ნაწილს დაეცა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ის ამბობს, რომ რუს აგრესორებს ქალაქში დესანტი ჰყავთ შეყვანილი და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"გუშინ ოკუოანტების მიერ ნასროლი რაკეტა ჟიტომირის სამხედრო ნაწილს დაეცა. საბედნიეროდ, ვითარება ნორმალურია. დავაკავეთ ორი ადამიანი, რომლებამც ინციდენტის ფოტო გადაიღეს. გთხოვთ, ფრთხილად იყავით, რადგან მტერს დესანტები ჰყავს შემოგზავნილი. ანუ ადამიანები, რომლებიც რუსებს აქ ელოდებიან. ივანკოვადან და მაკაროვადან მტრის განდევნას ვცდილობთ. აქტიურად ცდილობენ ამ ადგილებში მომხრეების პოვნას და გადაბირებას, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ. ადამიანები მტერს ყველანაირი საშუალებით ებრძვიან. ოკუპანტები არ ინდობენ არავის, გაოცებული ვარ ქალების საქციელით და ბრძოლის უნარით. ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა სერგეი სუხომლინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი