ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის შეცვლა - თეთრი სახლის განმარტება

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში ხელისუფლების შეცვლა არ მოუთხოვია.

"პრეზიდენტი ამბობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებზე, ან რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში, ან რეჟიმის შეცვლას",-თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

 "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში" - თქვა ჯო ბაიდენმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს  სიტყვით გამოსვლისას.

ბაიდენის განცხადებას კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინ იქნება რუსეთის ხელისუფლებაში, "ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი