არ შეგეშინდეთ დიქტატორის... ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში - ბაიდენის მიმართვა ვარშავიდან

გამოქვეყნდა:

ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას, სადაც უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა დიქტატორი:

"არასოდეს დაკარგოთ იმედი, არ შეგეშინდეთ დიქტატორის, რომელიც არმიას აშენებს იმპერიის აღსადგენად და ის ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და ღმერთმა დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დაიცვას ჩვენი ჯარები. გმადლობთ მოთმინებისთვის!" თქვა ჯო ბაიდენმა

იხილეთ ასევე:

"ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, წერტილი" - ბაიდენი უკრაინას და უკრაინელებს
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი