"ლვოვის ოლქში მიტანილი იერიშით მტერმა პოლონეთში ვიზიტით მყოფ ამერიკის პრეზიდენტს მოკითხვა შეუთვალა" - ამის შესახებ ლვოვის მერმა, ანდრეი სადავოიმ განაცხადა.
მან თქვა, რომ აუცილებელია, დროულად მოხდეს უკრაინის დახმარება შეიარაღებით, რადგან საფრთხე ძალიან სერიოზულია.
"ლვოვის ოლქში მიტანილი იერიშით მტერმა პოლონეთში ვიზიტით მყოფ ამერიკის პრეზიდენტს მოკითხვა შეუთვალა. საჭიროა მსოფლიო მიხვდეს, რომ საფრთხე ძალიან სერიოზულია. მტრის სამომავლო გეგმებსა და სამიზნეებზე არავინ იცის. რაც უფრო მალე მოგვცემენ პარტნიორები შეიარაღებას, მით უფრო სწრაფად მოვახერხებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებასაც ნიშნავს",- ამბობს ლვოვის მერი, ანდრეი სადავოი.
აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში პარასკევს ჩავიდა. ვიზიტის მთავარი თემა რუსეთის აგრესია და უკრაინის დახმარება იყო. ჯო ბაიდენი უკრაინის მინისტრებსაც შეხვდა. გუშინ კი შემაჯამებელი სიტყვა ჰქონდა, სადაც თქვა, რომ ეს ომი უკვე სტრატეგიული დამარცხებაა რუსეთისთვის.
შეგახსენებთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. მანამდე კი ოკუპანტებმა ქალაქზე სულ მცირე სამი საჰაერო იერიში მიიტანეს. დაიბომბა საწვავის გამანაწილებელი პუნქტი. მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ათობით სახანძრო სამაშველო ბრიგადა მთელი ღამე ცდილობდა.
იხილეთ ასევე: