ეჭვგარეშეა, რომ ეს ომი უკვე სტრატეგიული დამარცხებაა რუსეთისთვის. მე თვითონ დავკარგე შვილი, ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებმაც ოჯახები დაკარგეს. პუტინს ეგონა, რომ უკრაინელები დაიხევდნენ უკან და არ იბრძოლებდნენ - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
ბაიდენმა ვარაშავაში სიტყვით გამოსვლისას, რუს ხალხსაც მიმართა და თქვა:
„მე ყოველთვის პირდაპირ და გულახდილად გესაუბრებოდით თქვენ. ნება მომეცით გითხრათ, თუკი შეგიძლიათ, რომ ახლა მომისმინოთ: თქვენ, რუსი ხალხი არ ხართ ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების და ბებია-ბაბუების მკვლელობას, ან საავადმყოფოების, სკოლების, სამშობიაროების რუსული რაკეტებითა და ბომბებით აღებას - ღვთის გულისთვის.“
ეს არ არის ის, ვინც შენ ხარ. ეს არ არის მომავალი, რომელსაც იმსახურებთ თქვენი ოჯახებისთვის და თქვენი შვილებისთვის. მართალს გეუბნებით. ეს ომი არ არის თქვენი, რუსი ხალხის ღირსი“, - განაცხადა ბაიდენმა.