აშშ-ს არ აქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია რუსეთში - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს არ აქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვა ქვეყანაში.

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა განმარტეს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინაში ან სხვაგან.

როგორც თქვენ იცით და როგორც არაერთხელ გსმენიათ ჩვენგან, ჩვენ არ გვაქვს სტრატეგია რეჟიმის შეცვლის რუსეთში ან სხვა ქვეყნებში. ამ შემთხვევაში და ყველა სხვა შემთხვევაშიც, ეს ხალხის გადასაწყვეტია",-თქვა ბლინკენმა.

ცნობისთვის, 26 მარტს, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ "პუტინი ვერ დარჩება ხელისუფლებაში". მოგვიანებით, ბაიდენის განცხადებაზე განმარტება გააკეთა თეთრმა სახლმა. განცხადებაში ეწერა, რომ სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენს რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი