საწვავთან მიმართებაში ფასების კლებას ველოდებით - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მომავალში საწვავზე ფასების კლებას ელოდებიან. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას, ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს. [...] გვაქვს მოლოდინები, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავიც შეიძლება ბაზარზე გამოჩნდეს და გარკვეულწილად, პიკური ფასები გადაივლის და უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ამიტომ ფასების რაღაც კლებას ჩვენ ველოდებით საწვავთან მიმართებაში", - თქვა დავითაშვილმა. 

მისი განცხადებით, დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც "ფასების პიკშია" შეძენილი.  დღეს ამ თემას გამოეხმაურა პრემიერიც: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი