"კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს..." - საწვავის ფასებზე გამართული აქციის უკან კობახიძეც ენმ-ს ხედავს

გამოქვეყნდა:

საწვავის ფასების გამო გამართული აქციების უკან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს. მისი განცხადებით, კონკრეტული ინფორმაცია აქვთ, რომ გუშინ გამართული აქციების უკან ენმ დგას.

"ეს არის არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატაცია, რაც თქვა პრემიერმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია და არა შეფასება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყო ორგანიზებული ეს აქციები. აქციები იყო სისტემურად ორგანიზებული, არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, ასეთ დროს, ისედაც იცით ხოლმე, ყოველთვის კონკრეტული ძალები დგას ხოლმე უკან. ამ შემთხვევაში კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრობა" იდგა ამ აქციების უკან", - თქვა კობახიძემ. 

მისი განცხადებით, მთავრობა მუშაობას საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა ყველა ქვეყანას უდგას - "ეს არის გლობალური ტრენდის შედეგი". კობახიძის მტკიცებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რაც შეეძლება, რომ ფასმა დაიწიოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი