უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს ემშვიდობებიან. დაღუპულის ცხედარი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში პანაშვიდი გადაუხდეს. მის ხსოვნას პატივს მიაგებენ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცები, რიგითი მოქალაქეები.
დავით გობეჯიშვილი მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის ირპენთან დაიღუპა.
ქართველი გმირის ცხედარს უკვე ლვოვში მიასვენებენ. ამის შემდეგ ვარშავაში გადაასვენებენ. მას საქართველოში სავარაუდოდ ზეგ ჩამოასვენებენ.