გამოსავალი არის ერთი რამ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი - კალაძე საწვავის ფასზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ომის გამო საწვავის ფასი გაიზარდა და ეს "გარკვეული პრობლემაა" ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საწვავის შეძენა ყოველდღიურად უწევს.

კალაძემ თქვა, რომ გამოსავალი არის ერთი რამ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი.

"საწვავის ფასები რომ გაიზარდა ეს ცხადია, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზი ეს არის ომი და საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა. მესმის იმ ადამიანების, რომ ბენზინის ფასებმა მოიმატა და ეს გარკვეული პრობლემა არის მათი ოჯახებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად საჭიროებს საწვავის შესყიდვას, მაგალითად ტაქსი, რომელიც ყოველდღიურად საჭიროებს საწვავის შესყიდვას და ეს რა თქმა უნდა გარკვეული ტვირთი იქნება მათი ოჯახებისთვის. გამოსავალი არის ერთი რამ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი",- ამბობს კახა კალაძე. 

ცნობისთვის, მოქალაქეები საწვავზე დღგ-სა და აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვენ. მმართველი გუნდი აქციის მონაწილეების უკან ტრადიციულად "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი