
"პირდაპირ და ღიად გვამზადებენ" - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "საქართველო დსთ-ში არ შევიდა, მეორე დღეს კი სამოქალაქო ომი დაიწყო".
"ასეთი მე არაფერი მომისმენია ხელისუფლებაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსისგან. მართლა. პირდაპირ და ღიად გვამზადებენ", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 1990-იანი წლების დასაწყისი საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას, PosTV-ის ეთერში გაიხსენა და თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება რაციონალური მოქმედებით გამოირჩევა.
"თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ, როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში, როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ, როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით" - თქვა კობახიძემ.