
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს. პარტიამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს კიდევ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა სია, რომლებიც ბათუმის მე-4 საარჩევნო ოლქში არიან დარეგისტრირებულები. პარტიაში ამბობენ, რომ ეს ადამიანები წინა არჩევნებზე ხმას ლანჩხუთის, ადიგენის, ქარელის, დედოფლისწყაროსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აძლევდნენ.
ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, ამ ადამიანებს "ქართულმა ოცნება" ხმის სანაცვლოდ გარკვეულ დახმარებას დაჰპირდა, მათ შორის, ე.წ. "ოცნების ქალაქში" ბინების გადაცემას. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ, რასაც სასამართლოში წარადგენენ.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები 2 აპრილს იმართება.
იხილეთ ასევე:
ავტორი: თეა ვაშალომიძე.