ნაკვეთები, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ გიგანტური ხეები მოთხარა და საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადარგო. ახლა კი ირკვევა, რომ მწვანე კონცხთან მდებარე მიწები პირადად ოლიგარქის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების საკუთარებაში გადავიდა და თანაც სიმბოლურ ფასად.
მახინჯაურთან მდებარე გადათხრილი ნაკვეთი "ქართული ოცნების" სტაჟიანი შემომწირველის, გიორგი ჭყონიას საკუთრებაა, რომელმაც სხვადასხვა დროს ივანიშვილის პარტიას 240 000 ლარი შესწირა. თავდაპირველად ნაკვეთი 30 ლარად და ინვესტიციების პირობით გასხვისდა, მოგვიანებით კი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული იმ ბიზნესმენის საკუთრებაში აღმჩნდა, რომელიც თავისი სამშენებლო კომპანიის გამოყენებით ივანიშვილისთვის ხეებს ეზიდებოდა. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ოლიგარქმა სამუშაოების ღირებულება შპს "გზას" სწორედ მიწის ჩუქებით აუნაზღაურა.
აჭარაში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე კიდევ ერთი პერპსექტიული ნაკვეთი პირდაპირ ივანიშვილის ოფშორული კომპანიის ბალანსზე საეჭვო სქემით გადავიდა. მას შემდეგ, რაც ნაკვეთიდან ხეები გაიტანეს, ის ჯერ, ვინმე ფაღავაზე გასხვისდა, რომელსაც წესით აქ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. ამ პირმა კი ქონება "ქართუ ბანკის" იპოთეკაში ჩადო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკვეთზე არაფერი აუშენებიათ, მიწა საბოლოოდ "ქართუმ" წაიღო და ახლა ივანიშვილის ოფშორული ჰოლდინგის "ფრენკსტონის" ნაწილია.
როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის ახალი ტაქტიკაა სახელმწიფო ქონების ხელში ჩასაგდებად, ერთი მხრივ, ის ხეებს საკუთარ რეზიდენციაში ეზიდება, მეორეს მხრივ კი ჯიბეში იდებს სანაპიროზე მდებარე პერსპექტიულ მიწებს, რომლებიც თავადვე გადათხარა და ამით მათი საბაზრო ფასი შეამცირა.