სერგეი შოიგუ ბოლო დროს საბრძოლო მასალების ძიებით იყო დაკავებული - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი

გამოქვეყნდა:

კგბ-ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, იური შვეცი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სერგეი შოიგუ საბრძოლო მასალების მოძიებით იყო დაკავებული.

როგორც მან გამოცემა GORDON-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის არმიას რესურსი ეწურება და დახმარების თხოვნით ჩინეთსაც მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

"როგორც წყაროებიდან ვიცი, შოიგუ ბოლო დროს საბრძოლო მასალების ძიებით იყო დაკავებული. ქარხნები გაჩერებულია, რუსეთის ჯარს საბრძოლო მასალა ეწურება, ამიტომ დახმარება ჩინეთს სთხოვეს. მოთხოვნაზე კი ჩინელებმა თქვეს - არა. ეს მათთვის ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ისინი საბრძოლო მასალას ეძებენ", - თქვა შვეცმა.
 

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი შოიგუ თითქმის 3 კვირის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის კამერებთან გუშინ გამოჩნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი