დაკარგული შოიგუ გამოჩნდა და განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა უნდა ფოკუსირდნენ მთავარ მიზანზე - "დონბასის გათავისუფლებაზე"
"ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც საშუალებას იძლევა ძირითადი ყურადღება და ძალისხმევის ფოკუსირება მოხდეს მთავარი მიზნის - დონბასის გათავისუფლებაზე." ამბობს შოიგუ და ამტკიცებს, რომ მისმა არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მოიპოვა საჰაერო უპირატესობა - "რუსეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე"- აცხადებს შოიგუ.
იხილეთ ოკუპანტების დანაკარგი 24 თებერვლიდან დღემდე - დაახლოებით 17 200 ჯარისკაცი, 597 ტანკი, 1 710 ჯავშანტექნიკა - რუსეთის დანაკარგი უკრაინის თავდაცვის მონაცემებით