სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს დაავალა, რომ პერსონალის რაოდენობა 35-ით შეამციროს. ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობის შემცირების მიზეზად უწყებაში კიდევ ერთი რუსი დიპლომატის მიუღებელ საქმიანობას ასახელებენ.
"ეს ნაბიჯი აუცილებელი პასუხია იმაზე, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობას", - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ - ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ და ჩეხეთმა, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.