მარიუპოლელებს იარაღის მუქარით აიძულებენ, ავტობუსებში ჩასხდნენ, შემდეგ კი რუსეთში გაჰყავთ - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას განაგრძობენ.

უწყების პრესმდივნის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, აგრესორების მოქალაქეებს იარაღის მუქარით აიძულებენ, ჩასხდნენ ავტობუსებში, შემდეგ კი ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. 

"უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური რუსეთი ფედერაციის მიერ მარიუპოლელების გატაცებისა და რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გაყვანის ფაქტებს იძიებს. უკვე ცნობილია, რომ მტერი იარაღის მუქარით მოსახლეობას აიძულებს ავტობუსებში ჩასხდნენ, ართმევენ მათ დოკუმენტებს და რუსეთის ტერიტორიაზე გაჰყავთ", - თქვა დეხტიარენკომ.

​მანვე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვებას:

"აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ. ასევე, ვმუშაობთ რუსეთის ჯაშუშებისა და დივერსანტების გამოვლენა-დაკავების მიზნით. ამასთან, ვბლოკავთ მათ სამხედრო პროპაგანდას. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მსგავს სამხედრო დანაშაულებზე დეტალურ ინფორმაციებს აგროვებს და მათ შემდეგ საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის", - თქვა არტემ დეხტიარენკომ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი