"თუ ამაზე არ ლაპარაკობს მთავრობა, საზოგადოებამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია" | ელენე ხოშტარიას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"თუ ამაზე არ ლაპარაკობს მთავრობა, საზოგადოებამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია" - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

ჩვენ გვესმის ცხინვალიდან და აფხაზეთიდან ძალიან საგანგაშო სიგნალები. ჩვენ ვნახეთ სიმონიანი, რუსული იმპერიალისტული პროპაგანდის და პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, რომელიც ღიად შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს და საუბრობს ღიად იმაზე, რომ აფხაზეთი არის რუსეთი. 

ჩვენ ვნახეთ განცხადება ცხინვალში ანექსიის საფრთხესთან დაკავშირებული, რომელიც უკავშირდება შესაძლო რეფერენდუმს რუსეთთან მიერთების. და ყველაზე მთავარი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მთავრობის პრაქტიკულად დუმილი, საქართველოს მთავრობის უმოქმედობა ან მეტი, მავნებლური განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია რუსეთის მხრიდან ანექსიის საფრთხის შესახებ, მაგრამ დღევანდელი ვითარება განსხვავებულია...

...თუ ისინი [მთავრობა] გადაკვეთენ კიდევ ერთ წითელ ხაზს, ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე და მტკიცე პროტესტს, - ამბობს ხოშტარია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი