ევროპარლამენტარი ივანიშვილისთვის სანქციებს ითხოვს და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით ინტერესდება | ფოტიგას წერილი ბორელს და გაღიზიანებული "ოცნება"

გამოქვეყნდა:

უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნე მმართველი გუნდის მხრიდან ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა გახდა. პოლონელი პოლიტიკოსის გზავნილმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიმართ, "ქართული ოცნების" ლიდერებს პოლიტიკური წონასწორობა დააკარგვინა.

ანა ფოტიგა, ევროკავშირისგან განმარტებებს ითხოვს, რამდენად თავსებადია ევროპულ ღირებულებებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და ამავე წერილში მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოში "დეოლიგარქიზაციის" პროცესის დაწყებას.

"ოცნების" ხელისუფლებისთვის ეს ორი, კრიტიკულად მწვავე საკითხი გახდა. ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის არადიპლომატიური განცხადებებისა და საქართველოს მეგობარ პოლიტიკოსზე განხორციელებული, ორკესტრირებული შეტევის მიზეზი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი