რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ნავთობის საცავში საწვავის რვა ავზი იწვის და ცეცხლის კიდევ რვაზე გავრცელების საფრთხე არსებობს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია RIA Novosti ავრცელებს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 170-ზე მეტი მაშველი და 50 ერთეული ტექნიკა მუშაობს. მიმდებარე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მერმა ანტონ ივანოვმა დააზუსტა, რომ ორი მუშა არ დაშავებულა, რის შესახებაც ინფორმაცია მანამდე თავად გაავრცელა. მომხდარში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
ამავე თემაზე: