რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხანძარი მასშტაბურია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

ქალაქის გუბერნატორი ნავთობის საცავზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ხანძარი, რომელიც პარასკევს დილით გაჩნდა, ორი უკრაინული შვეულმფრენის საჰაერო დარტყმამ გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ორი დღის წინ ბელგოროდის ოლქში ხანძარი იარაღის საწყობში გაჩნდა. უკრაინას არცერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი