ჰოსტომელი გათავისუფლებულია, მტერმა ქალაქი თითქმის უბრძოლველად დატოვა - უკრაინელი ჯარისკაცი

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა არმიამ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების 30-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ბუჩა და ჰოსტომელი გაათავისუფლა. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა პოზიციები თითქმის უბრძოლველად დათმეს. დატოვეს სამხედრო ტექნიკა, არ წაიყვანეს არც დაშავებული რუსები.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჰოსტომელი გათავისუფლებულია, მტერმა ქალაქი თითქმის უბრძოლველად დატოვა, თუმცა სერიოზული დანაკარგები აქვს ტექნიკასთან ერთად, დაჭრილი თანამებრძოლები დატოვეს, ამის დადასტურების არაერთი ფაქტი არსებობს, ამ წუთას მტერი ქალაქში საერთოდ არ არის. შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა შესაბამისად უპასუხეს." - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეაფასა პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა ოლექსეი არესტოვიჩმა. მისი თქმით, ომის 37-ე დღეს ქვეყანაში ვითარებას უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა აკონტროლებს. მისივე თქმით მტერი, კიევის მიმართულებით გადაადგილებას და როტაციას ცდილობს, თუმცა დედაქალაქზე შეტევის დაწყების შანსი პრაქტიკულად არ აქვს.

"მტერი შეტევების დაწყებას ვერ ახერხებს, ისინი მხოლოდ სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები,კიდევ უფრო რთული ბრძოლები გელოდება. მძიმე ვითარებაა მარიუპოლში ოკუპანტები ცდილობენ კიევის მიმართულებით გადაადგილება და როტაცია მოახდინონ, თუმცა ვერ ახერხებენ, ჩვენი ჯარისკაცები მტერს ყველა მიმართულებით ანადგურებენ, კიევზე შტურმი პრაქტიკულად შეუძლებელია, ასევე ვიბრძვით, ხარკოვისა და ხერსონის მისადგომებთან" - ამბობს არესტოვიჩი 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი