ბათუმში საარჩევნო უბნებთან ფლაერებს არიგებენ, სადაც წერია, რომ ხმა "ოცნების" კანდიდატს უნდა მისცენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში საარჩევნო უბნებთან მოქალაქეებს ფლაერებს ურიგებენ, სადაც წერია, რომ მათ ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატს უნდა მისცენ.

ამასთან, ფლაერებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ომის პარტიად" არის მოხსენიებული.

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნებიდან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი