"ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციები იქნება აღკვეთილი" | რიჟვაძის "გაფრთხილება"

გამოქვეყნდა:

საარჩევნო პროცესის პარალელურად, დილიდან აჭარის მთავრობის მეთაური "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციაში ადანაშაულებს. თორნიკე რიჟვაძე ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"მინდა მივმართო თითოეულ ბათუმელს, ვისაც შეუძლია ამ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა ვთხოვო მათ, მაქსიმალურად იაქტიურონ. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის. როგორც დაგეგმილი იყო, 8 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები დაბრკოლებების გარეშე, თუ არ ჩავთვლით მცირე ტექნიკურ ხარვეზებს, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რაც უფრო ახლოვდება ნაცმოძრაობისთვის გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იქნას აღკვეთილი. თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს, დესტრუქციას", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნებიდან".

10 საათის მონაცემებით, ბათუმის მე 4 მაჟორიტარული ოლქში ამომრჩეველთა 8 პროცენტი გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი