დილიდან ბათუმში 23-ე საარჩევნო უბანთან სამარშუტო ტაქსებით "ქართული ოცნების" კოორდინატორები არიან მობილიზებული, რომლებიც ამომრჩევლის აქტივობას აკვირდებიან. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ ტაქსებიდან "ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველს ე.წ. ტალონებს ურიგებენ.
ჟურნალისტებს კითხვებს, თუ რა მიზნით იმყოფებიან ადგილზე, მმართველი გუნდის მხარდამჭერები აგრესიით პასუხობენ. ერთ-ერთმა მათგანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
"კარგად იყავი, მიდი რა გაიარე... ნიკა გვარამიას დედის **ები ვბრძანებით ჩვენ. რა თქმა უნდა საარჩევნო სიებით ვართ ჩვენ", - თქვა ოცნების კოორდინატორმა.
"მიდი რა გაიარე შარს ეძებ?!... კაშილოკი მედო მანქანაში არ არის რატო გააღე კარი აღარაა. კაშილოკი სადაა? მიდი ეხლა", - მიმართა ჟურნალისტს მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.
23-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო. ელექტრონული მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 35 წუთის განმავლობაში მოქალაქეები ხამს ვერ აძლევდნენ.
ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნებიდან".
10 საათის მონაცემებით, ბათუმის მე 4 მაჟორიტარული ოლქში ამომრჩეველთა 8 პროცენტი გამოცხადდა.
იხილეთ ასევე: