"ვაკვირდები, როგორ აშავებთ მე-5 კოლონის პარტია და ტელევიზია" | დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ბათუმში "ოცნების" ხმებს "იცავს"

გამოქვეყნდა:

ბათუმის 23-ე საარჩევნო უბანზე გარდა აქტივისტების და კოორდინატორების განსაკუთრებული მობილიზებისა, ხმის მიცემის პროცესს პირადად აკვირდება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი. 

"საარჩევნო კანონმდებლობით, სიების მოთხოვნის და ქონის უფლება ყველას აქვს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ რა თქმა უნდა, მაგრამ მე არც ზეწოლას ვახდენ არავისზე, არც აგიტაციას ვეწევი, არც სიმბოლიკით ვარ დატვირთული. ჩემი სურვილია, რომ ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე როგორ აშავებთ მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზია", - ამბობს "ოცნების" დეპუტატი. 

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნებიდან".

10:00 საათის მონაცემებით, ბათუმის მე 4 მაჟორიტარული ოლქში ამომრჩეველთა 8 პროცენტი გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი