
"ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას უმრავლესობაში სანახევროდ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ელჩების მოწოდებამ გაჭრა, თუმცა ოპოზიციური პარტია სპეკულაციებს და ვაჭრობას აგრძელებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერდა მხარს.
უმრავლესობის ლიდერი ისევ იმეორებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება არ ყოფილა და არც პოლიტპატიმრის სტატუსი მიუნიჭებიათ ვინმესთვის.
ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ. ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, რომ მათ მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და მგონია, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა“ - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველო" საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მიიღო.