"21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი... ნაციზმის უმძიმესი დანაშაულები ევროპაში დაბრუნდა" | პოდოლიაკი კიევის რეგიონიდან ფოტოებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ნაციზმის უმძიმესი დანაშაულებები ევროპაში დაბრუნდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ში წერს და გათავისუფლებული ქალაქებიდან ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებში ჩანს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ოკუპანტებმა ხელები შეუკრეს და პირდაპირ ქუჩებში დახვრიტეს. 

"კიევის რეგიონი. 21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი. ქალებისა და მამაკაცების ცხედრები, რომლებიც ხელებშეკრული მოკლეს. ნაციზმის უმძიმესი დანაშაულებები ევროპაში დაბრუნდა. ეს გამიზნულად გააკეთა რუსეთმა. დააწესეთ ენერგორესურსებზე ემბარგო, დახურეთ საზღვაო პორტები. შეაჩერეთ მკვლელობები!", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

ცნობისთვის, უკრაინულმა ჯარებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. ამ დროისთვის ისინი კიევის რეგიონს სრულად აკონტროლებენ.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი