რუსეთმა გვიპასუხა, რომ ჩვენი პოზიციები მისაღებია, გარდა ყირიმის საკითხისა, ახლა წერილობით დასტურს ველოდებით - არახამია 

გამოქვეყნდა:

რუსეთი უკრაინის მოთხოვნებს ზეპირსიტყვიერად დათანხმდა. ახლა კიევი ოფიციალურ დასტურს წერილობით ელოდება. ამ შეთანხმების თანახმად, რუსული ჯარი ომამდელ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს, უნდა დათანხმდეს გარანტორი ქვეყნების მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ასევე ხელი არ შეუშალოს უკრაინის ევროინტეგრაციას.

ერთადერთი, რაზეც მხარეები ჯერ ვერ თანხმდებიან და მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს, ყირიმის საკითხია.

ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, უკვე არსებობს ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინის თანხმობა 2 პრეზიდენტის შეხვედრაზე, რომელსაც შუამავლობას თურქეთის პრეზიდენტი გაუწევს. როდის და სად გაიმართება შესაძლო შეხვედრა, ჯერ უცნობია.

"სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ თავისი პოზიცია დააფიქსირა. რუსულმა მხარემ ფაქტობრივად მოგვცა პასუხი, რომ მათთვის ჩვენი პოზიციები მისაღებია, გარდა ყირიმთან დაკავშირებული საკითხისა. ამ ეტაპზე რუსული მხარისგან ოფიციალურ დასტურს ველოდებით, ეს წერილობით უნდა მოხდეს. ზეპირსიტყვიერი თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს და იურიდიულ ფორმაზე ვმუშაობთ. ერდოღანმა როგორც ჩვენი ქვეყნის ლიდერს, ისე რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა და ორივე მხარისგან თანხმობა მიიღო. ჩვენი სურვილია, რომ შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზე, ანკარაში ან სტამბოლში გაიმართოს", - ამბობს არახამია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი