დავით არახამია ოკუპანტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დეტალებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, თუმცა ყირიმის საკითხზე პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება. არახამიას თქმით, ჯერჯერობით რუსეთმა სტამბოლში, უკრაინის მიერ შეთავაზებული პროექტი, "მხოლოდ ზეპირად მიიღო - გარდა ყირიმის საკითხისა".
გარდა ამისა, როგორც არახამია ამბობს, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ შეთანხმების პროექტი სათანადოდაა მომზადებული 2 ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრისთვის:
"ახლა ჯგუფების ამოცანაა არა თავად დოკუმენტის, არამედ უკვე შეთანხმებული საკითხების საბოლოო ეტაპის შემუშავება და პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის მომზადება" ამბობს არახამია.
მისი თქმით, შეხვედრა დიდი ალბათობით სტამბოლში გაიმართება;
რაც შეეხება გარანტორ ქვეყნებს. არახამიას ინფორმაციით, ნატოს სამმა ქვეყანამ - თურქეთმა, გერმანიამ და იტალიამ მზაობა გამოხატეს. როგორც არახამია ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ გარანტორ ქვეყნებში ბირთვული სახელმწიფოებიც იყვნენ. უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთანაც და ელის, რომ ისიც შეუერთდება გარანტორი ქვეყნების ჩამონათვალს.
შეგახსენებთ, სტამბოლში შედგა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სადაც უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა. თურქეთის დედაქალაქში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა მოლაპარაკება მომდევნო დღეებში, ონლაინ ფორმატში გააგრძელეს.