
პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.
"მას აქვს ბრწყინვალე განათლება. გამოცდილება და მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. წლების წინ ის მუშაობდა ინფრასტრუქტურისა და რეგ. განვითარების სამინსიტროში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო და ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა
დარჩიაშვილმა პრემიერმს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის "მთავარმა არხმა" 4 იანვარს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილი ჩაანაცვლებდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი კადრია.
იხილეთ ასევე: